ირაკლი ქადაგიშვილი და გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის ახალგაზრდული საბჭოების წევრებს შეხვდნენ

თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი და პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საბჭოების წევრებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დეპუტატებმა ახალგაზრდებს საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციები და საქმიანობა გააცნეს. ყურადღება გამახვილდა განათლებაზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.

„შეხვედრაზე ძალიან ბევრ თემებს შევეხეთ, მათ შორის, განათლების საკითხებს. ვისაუბრეთ სასკოლო, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე. ასევე ახალგაზრდების კარიერულ განვითარებაზე", - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი და მერის მოადგილე ნინო ბატიაშვილი.

ახალგაზრდებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება