მიხეილ დაუშვილი - არ იფიქროთ, რომ „საქართველოსთვის“ გულხელდაკრებილი ვსხედვართ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდება, დაველოდოთ

მინდა რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, ჩვენ „ლელოსთან“ მოლაპარაკებები არ გვქონია და არ გვაქვს. ერთადერთი რამ შემიძლია გითხრათ „ლელოზე“, რომ ჩვენ მათ ვუსურვებთ წარმატებას და ვუსურვებთ, რომ შეძლონ ბარიერის გადალახვა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

მიხეილ დაუშვილის თქმით, ბევრი მოლაპარაკებები მიმდინარეობს და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ კიდევ უფრო გაძლიერდება.

„მე არ ვფიქრობ, რომ ვრისკავთ. ამ ქვეყანაში, ბოლო პერიოდში, რაც გაკეთებულა რეალური კვლევა, რაც უცხოელებმა გააკეთეს, ჩვენი მხარდაჭერა არის ორნიშნა და არის მზარდი. „ოცნება“ არჩევნებზე უხეშ ქმედებებს, რა თქმა უნდა, განახორციელებს, თუმცა ამის მიუხედავად ჩვენ მზად ვართ ბოლომდე ბრძოლისთვის და ჩვენ ეს პრობლემებს არ გვიქმნის. ჩვენ რომ დარწმუნებულები ვართ ჩვენს შედეგებში, ამაზე მიუთითებს ის, რომ ჩვენ ვთავაზობდით „ოცნებას“ - მოდი, ავწიოთ ბარიერი. მეორე, როდესაც გაერთიანებებზე ვსაუბრობთ, არ იფიქროთ, რომ ჩვენ გულხელდაკრებილი ვსხედვართ. ბევრი მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ინდივიდუალურად. სახელები არ მინდა ჯერ რომ დავასახელო, არ იქნება სწორი. ინდივიდუალური პოლიტიკოსები არიან. იქნება ბევრი სიახლე, გუნდის მნიშვნელოვნად გაძლიერება. დაველოდოთ, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენთვის ეს დისკომფორტი არ არის, მარტო გავალთ არჩევნებზე? რა პრობლემაა?“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მისი თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის მიზანია, რომ „ოცნების“ ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა დასრულდეს ისე, რომ არ მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში.

„ვუყურებდით რა იყო „ნაცმოძრაობის რეჟიმი, ვუყურებთ ახლა ესენი რა არიან და მთავარი ამბავი არის ის, რომ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა უნდა დასრულდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვის „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებაც მიუღებელია. ერთპიროვნული მმართველობა სრულდება ისე, რომ ჩვენ „ნაცმოძრაობის“ რევანშს არ ვუშვებთ“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო