რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და დონალდ ტრამპმა ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა და მისი შედეგები განიხილეს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა და მისი შედეგები განიხილეს, - ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის კომუნიკაციების დირექტორატზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას დემოკრატიაზე თავდასხმა უწოდა.

მათივე ინფორმაციით, ერდოღანმა შეაქო ტრამპის „მამაცური პასუხი” ინციდენტის შემდეგ და აღნიშნა, რომ მისი განრიგის შეუფერხებლად გაგრძელება დემოკრატიას აძლიერებს და ამერიკელი ხალხის ნდობას ასახავს.

თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ტრამპის ძალისხმევას საზოგადოებაში პოლარიზაციისა და დაძაბულობის შესამცირებლად და ამ კონტექსტში ახსენა მისი გზავნილები და მოწოდებები ერთიანობისკენ.

ერდოღანმა ტრამპს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური“ პარტიის კანდიდატად ოფიციალურად დასახელება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები კეთილდღეობას მოუტანს ამერიკელ ხალხს და თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება