დონალდ ტრამპის განცხადებით, არალეგალური მიგრაციის კრიზისს  საზღვრის დაკეტვით, კედლის მშენებლობის დასრულებით და ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი დეპორტაციის ოპერაციით მოაგვარებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას არაფერი გაუკეთებია აშშ-ში არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად.

„ისტორიაში უდიდესი შემოჭრა სწორედ აქ, ჩვენს ქვეყანაში ხდება. ისინი ჩამოდიან დედამიწის ყველა კუთხიდან, არა მხოლოდ სამხრეთ ამერიკიდან, არამედ აფრიკიდან, აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. მოდიან იმ მასშტაბით, რაც აქამდე არასდროს გვინახავს. ეს მართლაც შეჭრაა და ეს ადმინისტრაცია არაფერს აკეთებს მათ შესაჩერებლად“, - აღნიშნა ტრამპმა მილუოკიში, „რესპუბლიკური პარტიის“ ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, უკანონო მიგრაციის შესაჩერებლად დახურავს საზღვარს და დაასრულებს აშშ-მექსიკის საზღვრის გასწვრივ კედლის მშენებლობას.

„დავასრულებ არალეგალური მიგრაციის კრიზისს ჩვენი საზღვრის დაკეტვით და კედლის დამთავრებით, რომლის უმეტესი ნაწილი უკვე ავაშენე“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, მისი თქმით, „რესპუბლიკური პარტიის“ პლატფორმა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი დეპორტაციის ოპერაციის დაწყების დაპირებას იძლევა. ტრამპის განმარტებით, მან ეს დეპორტაცია იქნება „კიდევ უფრო დიდი, ვიდრე პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერის დეპორტაცია.“

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება