დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი დააკავა, რომელთაგანაც ერთი უცხოეთის მოქალაქეა

ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, დაკავებულ იქნა სამი პირი, რომელთაგანაც ერთი უცხოეთის მოქალაქეა.

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გაატარეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ, საზღვარგარეთ დამზადებულ იქნა ყალბი მინდობილობა, რომლითაც მესაკუთრე თითქოსდა ანიჭებდა უფლებამოსილებას ერთ-ერთ ბრალდებულს, მოეხდინა მისი მიწის ნაკვეთის გასხვისება. აღნიშნული ყალბი მინდობილობის საფუძველზე გაფორმებულ იქნა კახეთის რეგიონში მდებარე 2 710 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულება, რომელიც რეგისტრაციის მიზნით წარდგენილ იქნა „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“.

უწყების განმარტებით, საგამოძიებო სამსახურის მიერ ეფექტურად გატარებული ღონისძიებების შედეგად, აცილებულ იქნა მიწის მესაკუთრისათვის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანის მიყენების შესაძლებლობა.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 19-180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება