„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აშშ-ში, კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ვიზიტს აშშ-ში აგრძელებს. რესპუბლიკური პარტიის ეროვნული ყრილობის ფარგლებში, პარტიის თავმჯდომარე, კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდა, რომელიც „მეგობარი აქტის“ ინიციატორია.

მისი თქმით, „მეგობარი აქტის“ მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების ამოქმედება შეძლოს.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში არაერთი შეხვედრა მქონდა რესპუბლიკელ კონგრესმენებთან და სენატორებთან. შევხვდი კონგრესმენ ჯო უილსონს, რომელიც არის „მეგობარი აქტის“ ინიციატორი, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკვე მიიღო. შევთანხმდით იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკანონმდებლო აქტის იმისთვის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა შეძლოს მოქმედება და სანქციები აამუშაოს, მათ შორის ფინანსური სანქციები, ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, როგორც პირების, რომლებიც ძირს უთხრიან ქართულ დემოკრატიას და საბოტირებენ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ ყრილობას ესწრება, როგორც აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის გლობალური პარტნიორი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ღონისძიებაზე მიწვეული ერთადერთი ქართული პოლიტიკური პარტიაა.

„ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციაში შედიან პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქავთარაძე და მისი მოადგილე ალექსანდრე კრევო-ასათიანი;

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება