ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპთან მუშაობა შრომატევადი იქნება, მაგრამ ჩვენ შრომისმოყვარეები ვართ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მთელმა მსოფლიომ უნდა მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რათა დაარწმუნოს იგი დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და ომის დასრულება განიხილოს.

„ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ტერიტორიის ძალით დაბრუნება მოხდება. ვფიქრობ, დიპლომატიის ძალას შეუძლია დახმარების გაწევა“, - განაცხადა ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში და დასძინა, რომ ბრძოლის ველზე სუსტი რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინას უფრო ძლიერ პოზიციაში დააყენებს.

„ვფიქრობ, რუსეთზე ზეწოლით შესაძლებელია დიპლომატიურ მოგვარებაზე შეთანხმება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამავე ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მზადაა იმუშაოს ნებისმიერთან, ვინც აშშ-ში ხელისუფლებაში იქნება.

"მასთან მუშაობა შრომატევადი იქნება, მაგრამ ჩვენ შრომისმოყვარეები ვართ. შესაძლოა, მას მართლა არ ესმის, რა ხდება უკრაინაში, ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ შეერთებულ შტატებთან “, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს