კახეთში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სააგენტო სააგენტო ავრცელებს.

უწყების თქმით, სამართალდამრღვევს უკანონო სახერხი საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ჰქონდა დამონტაჟებული. საამქროს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი უკანონოდ მოპოვებული, ჯამში 15 კუბური მეტრი წიფლის სახეობის სამასალე მერქანი და პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი. სახერხი საამქრო დალუქულია და, უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყესთან ერთად, გადატანილია ზემო ხოდაშენის საქმიან ეზოში.

„ეროვნული სატყეო სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, ერთობლივ ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. სოფელ ომალოში გამოვლენილი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში“, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება