გია ჯაფარიძე - არსებობს საფრთხე, რომ პროექტები, რომელიც სკოლების რეაბილიტაციას და ზოგადად განათლების სისტემას შეეხება, შეჩერდეს - ივანიშვილის პარტია საქართველოს მოქალაქეებს უპერსპექტივობისათვის სწირავს

იმ სიტუაციაში, როდესაც შეჩერებულია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, შეჩერებულია ევროპის მხრიდან ფინანსური ნაკადები, რომელსაც წლების განმავლობაში იღებდა საქართველო, არსებობს საფრთხე, რომ პროექტები, რომელიც სკოლების რეაბილიტაციას და ზოგადად განათლების სისტემას შეეხება, შეჩერდეს,- ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ივანიშვილის პარტია საქართველოს მოქალაქეებს უპერსპექტივობისათვის სწირავს“.

„აქ ახლა წესით უნდა იყოს მეოთხე საჯარო სკოლა, რომელიც დაანგრიეს და უნდა აეშენებინათ, მაგრამ აშენებული კი არა, დაწყებულიც არ აქვთ. ევროპული ფინანსური დახმარების სახით გამოყოფილია დაახლოებით ასი მილიონი ლარი, რომელიც უნდა მოხმარებოდა ასი სკოლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას. პროექტი უნდა დასრულებულიყო 2021-2022 წლებში. ეს საშუალებას მისცემდა დაახლოებით 16 ათას ბავშვს, რომ რეაბილიტირებულ ახალ სკოლაში დაეწყოთ სწავლა. პროექტი არის შეჩერებული. იმ სიტუაციაში, როდესაც ევროპის კავშირთან გაუარესებულია ურთიერთობები, როდესაც ევროპის კავშირს დაწყებული აქვს საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა, შეჩერებულია გაწევრიანების პროცესი, შეჩერებულია ევროპის მხრიდან ფინანსური ნაკადები, რომელსაც წლების განმავლობაში იღებდა საქართველო, არსებობს იმის საფრთხე, რომ პროექტები, რომელიც შეეხება სკოლების რეაბილიტაციას და ზოგადად განათლების სისტემას, შესაძლებელია იყოს შეჩერების საფრთხის ქვეშ. ეს არის “ოცნების” პოლიტიკა. ნაცვლად იმისა, რომ “ქართული ოცნება” ზრუნავდეს განათლებაზე, განათლების სისტემის გაუმჯობესებაზე, სასკოლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე, ამის ნაცვლად, ისინი სწირავენ საქართველოს მოსახლეობას უპერსპექტივობისთვის. ნაცვლად იმისა, რომ დაესრულებინათ ეს პროექტები, ჩვენ ვხედავთ, რომ “ქართული ოცნება” სულ უფრო და უფრო აშორებს საქართველოს ევროპულ დახმარებას, ევროპულ ფინანსებს, რომლითაც ეს პროექტები უნდა ყოფილიყო განხორციელებული“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება