იაგო ხვიჩია - ნიკა გვარამია გამოსწორდა, ადრე ცუდად იქცეოდა და ახლა კარგად იქცევა - როგორც ჩანს, ციხე ცვლის ადამიანებს - მადლობა „ქართულ ოცნებას“?

ნიკა გვარამია გამოსწორდა, ადრე ცუდად იქცეოდა და ახლა კარგად იქცევა - როგორც ჩანს, ციხე ცვლის ადამიანებს. მადლობა „ქართულ ოცნებას?“ - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც რუსეთთან ურთიერთობაზე პარტია „ახალის“ თავმჯდომარის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, "გირჩი" ამბობდა, რომ თუ რამე მოვალეობა აქვს სახელმწიფოს, არის ის, რომ რუსეთთან თავისუფალი მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის პრობლემა არ იყოს.

„როგორც ჩანს, ციხე ცვლის ადამიანებს. გვარამია ციხეში იჯდა და რომ გამოვიდა, თქვა, ადრე ცუდად ვიქცეოდი, დააბრალეთ იმას, რომ მაშინ მაინცდამაინც კარგად არ ვიყავიო. ანუ, პოლიტიკოსი ამბობს, არ ვიყავი კარგად, რაღაცებს ვურევდიო და მე როგორ გავაკრიტიკო ცუდად მყოფი ადამიანი.

მოგეხსენებათ, ჩვენ არასდროს ვყოფილვართ რადიკალები და ვაჭრობა არასდროს დაგვიშლია ქართველი ხალხისთვის. პირიქით, ვამბობდით, რომ თუ რამე მოვალეობა აქვს სახელმწიფოს, არის ის, რომ არ იყოს თავისუფალი მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის პრობლემა. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პრაგმატულ პოლიტიკას, მთელ სამყაროს რომ გადაიმტერებ და შენ თვითონ არ იცი რატომ, მე ამას პრაგმატულად ვერ ჩავთვლი. ნიკა გვარამია გამოსწორდა, ადრე ცუდად იქცეოდა და ახლა კარგად იქცევა. ციხეში გამოსწორდა. მადლობა „ქართულ ოცნებას?“ არ ვიცი, როგორც გინდათ, ისე გაიგეთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, პარტია „ახლის“ თავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ განაცხადა: „რუსეთთან ფრენები თუ საჭიროა მოქალაქეებისთვის, თავსებადია ევროინტეგრაციულ პროცესებთან, იყოს ფრენები, გამართლებული არ არის ისტერიული დამოკიდებულება, არც ივაჭროთ, არც ღვინო წაიღოთ, რუსი არ შემოუშვათ“.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება