GCCA-ის მიერ  შპს „დილსს“ მორიგი, გაორმაგებული ოდენობის ჯარიმა დაეკისრა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), საქმის შესწავლის შედეგად, შპს „დილსის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, გადაწყვეტილების საფუძველზე მოვაჭრეს ევალებოდა - 1 თვის ვადაში, თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და მომხმარებლების დარღვეული უფლების აღდგენა, რაც არ შესრულდა. შესაბამისად, 2023 წლის ივლისის თვეში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, შპს „დილსი“ 736 ლარი და 55 თეთრით დაჯარიმდა.

„გამომდინარე იქიდან, რომ 12 თვის განმავლობაში, კანონმდებლობის შესაბამისად, დარღვევის განმეორების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა ორმაგი ოდენობით, GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შპს „დილსს“ დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობა განესაზღვრა, რაც 1 473 ლარს და 10 თეთრს შეადგენს. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს GCCA-ის გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება ახორციელებს მას შემდეგ, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ - კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.

ინფორმაციისთვის, 2024 წლის ექვსი თვის მონაცემებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 407 განაცხადი დაფიქსირდა. 84 საქმეზე დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 38 დარღვევის ფაქტი, ხოლო 77 საქმეზე პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 67 შეთანხმება გაფორმდა. GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 21 მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება