დეა მეტრეველი - უკანასკნელი წლების განმავლობაში კულტურის სამინისტროს გასამხედროებულმა და გაუმჭვირვალე მართვამ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას და სახელოვნებო სფეროს

უკანასკნელი წლების განმავლობაში კულტურის სამინისტროს გასამხედროებულმა და გაუმჭვირვალე მართვამ, საზოგადოებისა და პროფესიული წრეებისთვის საჯარო ინფორმაციის დამალვის მახინჯმა პრაქტიკამ საკმაოდ დიდი და ხშირ შემთხვევაში, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას და სახელოვნებო სფეროს, - ამის შესახებ პარტია "ლელოს" წევრმა დეა მეტრეველმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა უკვე საქართველოს პარლამენტის წევრებზეც ვრცელდება, რომელთა წინაშე კულტურის სამინისტროს ანგარიშვალდებულებას კანონი უზრუნველყოფს.

„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცულ თანამედროვე ფერწერის ფონდში ჩავიდა წყალი, რამაც ათეულობით ფერწერული ტილოს დაზიანება გამოიწვია.

12 ივნისს „ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა სადეპუტატო კითხვით მიმართა კულტურის და სპორტის მინისტრს თეა წულუკიანს, რომელშიც, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, სამინისტროსგან ითხოვდა სავარაუდოდ დაზიანებული ექსპონატების სრულ სიას, დაზიანებული ექსპონატების პირველადი დათვალიერების დასკვნებს და შესაბამის ფოტომასალას. ასევე, სამინისტროს ეთხოვა დეტალური ინფორმაციის გადმოცემა ახლად რეაბილიტირებულ მუზეუმში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შესახებ, მათ შორის, განხორციელებული სამუშაოს ჩაბარების საფუძველზე ეროვნული მუზეუმის მიერ გაფორმებული დოკუმენტაცია და პასუხისმგებელი პირების ჩამონათვალი.

სამწუხაროდ, კულტურის სამინისტრომ არ უპასუხა საქართველოს პარლამენტის წევრის წერილს, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლი.

სამინისტროს მხრიდან ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულების უგულებელყოფა მუზეუმში არსებული მძიმე ვითარების კვალის დაფარვაზე და ეროვნული საგანძურის - თანამედროვე ფერწერული ნამუშევრების - დაზიანების უტყუარობაზე მიანიშნებს. ხელოვნების მუზეუმში დაცული ეროვნული საგანძური საფრთხის წინაშეა და სრული პასუხისმგებლობა მუზეუმში დაცულ ფონდზე ეკისრება არა მხოლოდ კულტურის სამინისტროს, არამედ მთავრობას და პარლამენტს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის და მის წინაშე არსებული გამოწვევების მიმართ თავისი გულგრილი დამოკიდებულებით ახალისებს ეროვნული საგანძურის განადგურებას“, - განაცხადა ბრიფინგზე დეა მეტრეველმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება