საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, ჩინეთის რკინიგზის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, ჩინეთის რკინიგზის დელეგაციას უმასპინძლა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათი ცნობით, ქართულმა მხარემ კოლეგებს საქართველოს რკინიგზის შესაძლებლობები გააცნო. შეხვედრაზე საუბარი თბილისი–მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს შეეხო, რომლის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა და ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებას, რომელიც, ასევე ხელს შეუწყობს სატვირთო გადაზიდვების გაზრდას.

მათივე ინფორმაციით, ჩინეთის რკინიგზის დელეგაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივის „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ განხორციელებაში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მათი განმარტებით, მთავარი მიზანი შუა დერეფნის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაა.

„შეხვედრისას ჩინეთის მხარემ საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზების მიერ, შუა დერეფანში ჩინეთიდან საკონტეინერო გადაზიდვების ეფექტიანი კოორდინაციის, ტარიფების გამჭვირვალეობისა და სტაბილური სისტემის ჩამოყალიბების მიზნით შექმნილ ერთობლივ საწარმო Middle Corridor Multimodal-თან მიერთების სურვილი გამოთქვა, რაზედაც საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს