იენს სტოლტენბერგი - ევროპა მზად უნდა იყოს უკრაინაში ათწლიანი ომისთვის

ევროპა მზად უნდა იყოს უკრაინაში ათწლიანი ომისთვის, რაც უფრო დიდხანს ვიქნებით მზად, უკრაინას დავეხმაროთ, მით მალე დასრულდება ეს ომი, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

კითხვაზე, უნდა მოემზადონ თუ არა ნატო-ს მოკავშირეები იმისთვის, რომ უკრაინაში ომი, შესაძლოა, 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს, სტოლტენბერგმა უპასუხა:

„დიახ. მაგრამ მთავარი გზავნილი არის ის, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და რაც უფრო დიდხანს ვიქნებით მზად, მას დავეხმაროთ, მით მალე დასრულდება ეს ომი“.

მისი თქმით, როცა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მიხვდება, რომ უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა მტკიცეა, შეიქმნება კონფლიქტის მოგვარების ისეთი პირობები, რომელშიც უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული სახელმწიფო.

“პარადოქსი ისაა, რომ პრეზიდენტ პუტინს მიაჩნია, ჩვენზე ზეწოლის მოხდენა შეუძლია, ამიტომ ომი გრძელდება. როდესაც ძალიან მკაფიოდ განვაცხადებთ, რომ ჩვენ აქ ვართ ხანგრძლივი დახმარებისთვის, რომ გვაქვს ძლიერი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, მაშინ გვექნება პირობები კონფლიქტის მოგვარებისთვის, სადაც უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო. თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდამჭერის დრო არის ახლა და ადგილი არის - უკრაინა“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს