„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს

„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წელს თბილისში მშენებარე პროექტების გაყიდვების 60%-მდე მაჩვენებლით ასრულებს და მე-4 ახალ პროექტს იწყებს. „ბიოგრაფი ლივინგის“ მრავალფუნქციური საცხოვრებელი პროექტები „საკენი“, „მატიანი“, „შანტანი“ და ახლა უკვე „ჰისნი“ 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციაზეა აგებული და მობინადრეებს საშუალებას მისცემს 15 წუთის ფეხით სავალ მანძილზე ჰქონდეს წვდომა ყველა საჭირო სერვისთან.

„უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო, თუთოეულ მობინადრეს, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა, რომ “ბიოგრაფი ლივინგის“ პირველივე წელი დეველოპერული პროექტების გაყიდვების 60%-მდე მაჩვენებლით დაგვესრულებინა. ნამდვილად საამაყოა ის ფაქტი, რომ ამ მოკლე პერიოდში ჩვენ დავიწყეთ ისეთი მასშტაბური პროექტების მშენებლობა, როგორიც „საკენია“ - ვაჟა - ფშაველას გამზირზე, „მატიანი“ - წერეთლის გამზირზე და „შანტანი“ - მუშტაიდის პარკის მოპირდაპირე მხარეს. ახლა კი საფუძველი ჩავუყარეთ ჩვენს ყველაზე მსხვილ, მე-4 პროექტს - „ჰისნის“ - ქეთევან დედოფლის გამზირზე.

ჩვენ ვიაზრებთ, რამდენად ძვირად ფასობს დრო თანამედროვე სამყაროში. ამიტომაც, მიზნად დავისახეთ, რომ მაცხოვრებლების ყოველდღიურობა პროექტში არსებული სერვისების მრავალფეროვნებით უფრო პროდუქტიული გაგვეხადა. შესაბამისად, 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციით განვითარებული პროექტები მათ საშუალებას მისცემს მაღალი ხარისხის მომსახურება სახლიდან გაუსვლელად ან სულ რამდენიმე მეტრში მიიღონ. პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება $340 მილიონს შეადგენს, შესაბამისად, მობინადრეთათვის კომფორტის შექმნის გარდა, ,,ბიოგრაფი ლივინგის” მთავარი პრიორიტეტი მშენებლობის ხარისხი და უსაფრთხოებაა“ - აცხადებს „ბიოგრაფი ლივინგის“ დირექტორი ვასილ ფხაკაძე.

,,ბიოგრაფი ლივინგის” მიზანი ურბანული განახლება და საქართველოს დეველოპერულ ბაზარზე მშენებლობის ახალი სტანდარტების დანერგვაა. ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ერთ ეკოსისტემაში მოქცეული ფიტნეს დარბაზები, აუზები, პადელის კორტები, საერთო სამუშაო სივრცეები, კაფე-რესტორნები, განტვირთვისა და დასვენებისთვის მოწყობილი გამწვანებული ეზოები, სპა და ესთეტიკური ცენტრები, სუპერმარკეტი, აფთიაქი, ბანკი და სხვა სერვისები 15 წუთის ფეხით სავალ მანძილზე „ბიოგრაფი ლივინგის“ ღირებული შეთავაზებაა. კომპანიის დეველოპერული პროექტები არქიტექტურის თანამედროვე, ჭკვიანი ტექნოლოგიებითა და ეკო მეგობრული მიდგომებით ხორციელდება. პრემიალური ხარისხის ევროპული თუ ადგილობრივი წარმოების სამშენებლო მასალები, თბოიზოლაციისა თუ ხმის იზოლაციის და უსაფრთხოების უახლესი სისტემები კი უკეთესი ცხოვრების გარანტიას განაპირობებს.

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო