საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მ/გ-ზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 104.0 კილომეტრზე, ქვეშეთის გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს.

გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 23 ივლისს 09:00-დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქვეშეთის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.

კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ დუშეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: არახვეთი, ბედონი, ბენიან ბეგონი, გოგნაური, ზემო ამირნი, ზემო მლეთა, იუხი, მანასეული, ნადიბაანი, ნაღვარევი, როსტიანი, სალაჯური, ქვემო მლეთა, ქვეშეთი, ჩირიკი, ჩოხელნი, წინკობანი, წკერე, ხარხეთი.

კომპანიის განმარტებით, ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს