თამარ კორძაია - ჩვენი ერთიანობა გამოდის ინიციატივით, დაიდოს შეთანხმება, რომ არავინ ითანამშრომლებს „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციური მმართველობის შესაქმნელად - ეს პირობა ასევე დევს დეკლარაციაში, რომელიც გაფორმდა ოპოზიციური პარტიების მიერ

ჩვენი ერთიანობა მუდმივად გამოდის ინიციატივით, დაიდოს შეთანხმება, რომ არავინ არ ითანამშრომლებს „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციური მმართველობის შესაქმნელად - ეს პირობა ასევე დევს დეკლარაციაში, რომელიც გაფორმდა ოპოზიციური პარტიების მიერ და ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც ამას მოაწერს ხელს, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას მოიპოვებს, - ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა თამარ კორძაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გარდა ამისა, მან უპასუხა კითხვას საარჩევნოდ გრძელვადიან საერთაშორისო მისიებზე და აღნიშნა, რომ მათი ჩამოსვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„გრძელვადიანი საერთაშორისო მისიები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ მძიმე რეალობაში, როდესაც სახელისუფლებო პროპაგანდის ხმაურში გვიწევს, რომ გზა გავიკვლიოთ. გვაქვს კომუნიკაცია IRI-სთანაც და NDI-სთანაც და გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღის და მისი შემდგომი დღეების ობიექტურ შეფასებაში“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება