Crowdstrike-ის აღმასრულებელი დირექტორი - IT სისტემის პრობლემები ანტივირუსული პროგრამის განახლებამ გამოიწვია

Microsoft-ის კომპიუტერული სისტემების შეფერხება კომპანია Crowdstrike-ის ანტივირუსული პროგრამის განახლებამ გამოიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

Crowdstrike-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯორჯ კურცის განცხადებით, გლობალური ტექნიკური გაუმართაობა Crowdstrike პროგრამული უზრუნველყოფის უახლეს ვერსიასა და Windows ოპერაციულ სისტემას შორის შეუთავსებლობამ გამოიწვია.

კურცის განმარტებით, IT სისტემების გლობალური შეფერხება არ არის კიბერშეტევის შედეგი და საფრთხეს არ უქმნის მომხმარებელთა მონაცემების უსაფრთხოებას.

„პრობლემა იდენტიფიცირებულია, იზოლირებულია და მის მოსაგვარებლად ზომების მიღება ხორციელდება“, - აღნიშნულია Crowdstrike-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებაში.

შეგახსენებთ, IT სისტემების გლობალურმა გათიშვამ ბანკების, მედიისა და ავიახაზების მუშაობა მთელს მსოფლიოში შეაფერხა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება