სადახლოს სკოლის პედაგოგი - საგაკვეთილო საათების სიმრავლეზე მიბმული ფორმულა სკოლებში სექტემბრიდან კიდევ უფრო მეტ კონფლიქტს გამოიწვევს

საგაკვეთილო საათების სიმრავლეზე მიბმული ფორმულა კიდევ უფრო მეტ კონფლიქტს გამოიწვევს სკოლებში სექტემბრიდან, - ამის შესახებ სადახლოს სკოლის ქართული ენის პედაგოგმა ნათია მანიამ „ერთიანობის” ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, განათლების მიმართულებით ძალიან ბევრი პრობლემაა, როგორიცაა აუშენებელი, გაურემონტებელი სკოლები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და გაუმართავი ეროვნული სასწავლო გეგმა.

„მასწავლებელთა და ზოგადად განათლების პრობლემა ძალიან ბევრია. დავიწყოთ აუშენებელი, გაურემონტებელი სკოლებით, გაუმართავი ინფრასტრუქტურით და გაუმართავი ეროვნული სასწავლო გეგმებით. ახლა, ახალი პრობლემა [გამოიკვეთა], უსამართლო სახელფასო ფორმულა, რომელმაც მასწავლებლებს შორის უკვე გამოიწვია დაპირისპირება. საგაკვეთილო საათების სიმრავლეზე მიბმული ფორმულა კი, კიდევ უფრო მეტ კონფლიქტს გამოიწვევს სკოლებში სექტემბრიდან”, - განაცხადა ნათია მანიამ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება