ახალ ხიბულაში სკოლის მშენებლობის პროცესს ხობის მერი გაეცნო

ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სკოლის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ.

„სკოლის ტერიტორიაზე მოეწყობა ღია სპორტული, ხელოვნურსაფარიანი, კომბინირებული მოედანი და რეკრეაციული სივრცე. შენობის ეზოში და შესასვლელებთან მოეწყობა შშმ პირთა პანდუსები, ხოლო შენობაში დამონტაჟდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებული ლიფტი. სკოლა უზრუნველყოფილი იქნება ვიდეომეთვალყურეობის, სახანძრო განგაშისა და შეტყობინების სისტემებით, კვამლის გამწოვი ავტომატური სისტემითა და სამართავი ცენტრით.

საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობის პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ ახორციელებს.

აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შემდეგ, ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლა მოსწავლეებს სრულად ადაპტირებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში მიიღებს”, - ნათქვამია ხობის მერიის ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება