NBC - ბაიდენის ოჯახის წევრები საარჩევნო კამპანიიდან მის შესაძლო გასვლას განიხილავენ

ჯო ბაიდენის ოჯახის წევრები საარჩევნო კამპანიიდან მის შესაძლო გასვლას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი აღნიშნულ დისკუსიებთან ნაცნობ ორ ადამიანზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, ბაიდენის ოჯახში დისკუსია იქამდე დავიდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიიდან ნებისმიერმა მოხსნამ "დემოკრატიულ პარტიას" დონალდ ტრამპზე გამარჯვების უკეთესი შანსები უნდა მისცეს, ასევე ღირსეული უნდა იყოს ბაიდენისთვის, რომელმაც პოლიტიკურ საქმიანობაში 50 წელი გაატარა.

გამოცემის ცნობით, ბაიდენის ოჯახის წევრები განიხილავდნენ იმ ვარიანტებს თუ რა ფორმით შეუძლია მოქმედ პრეზიდენტს საარჩევნო კამპანიიდან მოხსნა მის მიერ არჩეულ დროს და კარგად გათვლილი გეგმით. ასევე განიხილებოდა საარჩევნო კამპანიის გავლენა მის ჯანმრთელობაზე, ოჯახსა და ქვეყნის სტაბილურობაზე.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიიდან მოხსნის გეგმების შესახებ დისკუსიები არა მხოლოდ საოჯახო წრეში, არამედ თეთრი სახლის მაღალჩინოსნებშიც მიმდინარეობდა.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბი პრეზიდენტის მსგავს ზრახვებს საჯაროდ უარყოფს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს