ჯო ბაიდენი - რუსეთმა ევან გერშკოვიჩს 16 წელი მიუსაჯა, ის სამიზნედ აირჩიეს, ვინაიდან, ჟურნალისტი და ამერიკელია - გავაგრძელებთ რუსეთსა და მსოფლიოში დაპირისპირებას მათთან, ვინც პრესაზე თავდასხმას ან ჟურნალისტების სამიზნეში ამოღებას ცდილობს

რუსეთმა ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს 16 წელი მიუსაჯა, ის სამიზნედ აირჩიეს, ვინაიდან ის ჟურნალისტი და ამერიკელია. ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ ამერიკელი ჟურნალისტ, ევან გერშკოვიჩისადმი 16 წლით პატიმრობის მისჯას.

“დღეს, ევან გერშკოვიჩმა რუსულ ციხეში 16 წლის განაჩენი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. მეტიც, რუსეთის მთავრობამ ის სამიზნეში ამოიღო, ვინაიდან ის ჟურნალისტი და ამერიკელია. ბევრს ვიბრძვით ევანის გათავისუფლებისთვის და ამას გავაგრძელებთ.

როგორც დიდი ხნის წინ ვთქვი და გაერომ დაადასტურა, კითხვა არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ევანს უკანონო პატიმრობაში ამყოფებს. ჟურნალიზმი დანაშაული არ არის. გავაგრძელებთ მყარად დგომას პრესის თავისუფლებისთვის რუსეთში და მსოფლიოს მასშტაბით, ყველასთან დაპირისპირებას, ვინც პრესაზე თავდასხმას ან სამიზნეში ჟურნალისტების ამოღებას ცდილობს. დამატებით, ჩემი ადმინისტრაციის პირველივე დღიდან, უფრო მაღალი პრიორიტეტი არ მქონია, ვიდრე ევანის, პოლ უილენის და ყველა ამერიკელის გათავისუფლება და უსაფრთხო დაბრუნებაა, ვინც საზღვარგარეთ უკანონოდ დააკავეს და ტყვეობაში ამყოფებენ. ევანმა თავის გასაჭირს აღსანიშნავი სიძლიერით გაუძლო. მის სახლში დაბრუნების ჩვენს მცდელობებს არ შევწყვეტთ. ჯილი და მე ევანისთვის და მისი ოჯახისთვის ვლოცულობთ”, - განაცხადა ბაიდენმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს