პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის წარმომადგენლები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიას შეხვდა

ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის რანგში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ­­ თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესთან, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილთან და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძესთან ერთად, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიას შეხვდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 20 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან შემდგარ მისიასთან შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო გარემო იყო.

„შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ახალ საარჩევნო კანონმდებლობას, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მნიშვნელობას და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოს.

მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა, წინა წლების მსგავსად, ყველაფერი გააკეთოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ამ მიზნით, არჩევნებზე დასაკვირვებლად მოწვეულია არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი მისიები. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ღია და აქტიური თანამშრომლობისთვის.

შეხვედრა IRI-ის გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიასთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს