ფიზიკაში ევროპის ოლიმპიადის (EuPhO 2024) გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ორგანიზებით, მიმდინარე წელს ევროპის მე-8 ოლიმპიადას (EuPhO 2024) ქუთაისმა უმასპინძლა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ოლიმპიადის დახურვა და გამარჯვებულთა დაჯილდოება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცერემონიების დარბაზში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა მიიღო.

„მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მონაწილეებს ოლიმპიადაში მიღწეული წარმატება მიულოცა და მადლობა გადაუხადა მათ დაინტერესებისთვისა და ჩართულობისთვის.

2024 წლის ფიზიკის ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების წევრებმა ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს. ლუკა თვალავაძემ ოქროს, თორნიკე ცაძიკიძემ ვერცხლის, ხოლო ცოტნე გიორგაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ წელს ოლიმპიადაში 55 ქვეყნის 400-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. ისინი, ლიდერებთან ერთად, ერთი კვირის განმავლობაში ცხოვრობდნენ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქში და იასპარეზეს ფიზიკის ოლიმპიადაზე. ამასთან, სტუმრებისთვის ოლიმპიადის ფარგლებში დაგეგმილი იყო სხვადასხვა ტიპის შემეცნებითი ღონისძიება.

ევროპის ოლიმპიადა ფიზიკაში (EuPhO 2024) ერთ-ერთი პრესტიჟული და წარმატებული ტურნირია საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში, რომელიც 8 წლის წინ ესტონეთში დაფუძნდა. წლების განმავლობაში ოლიმპიადამ არაერთი ნიჭიერი და გამორჩეული ახალგაზრდა გამოავლინა.

აღნიშნულ ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდმა, სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, უკვე მეექვსედ მიიღო მონაწილეობა.

ქართველ მოსწავლეებს მოპოვებული აქვთ ოცდაორი მედალი, მათ შორის ორი ოქრო, თერთმეტი ვერცხლი და ცხრა ბრინჯაო. აქედან, 2022 წელს რიგით მეხუთე ოლიმპიადაზე, 37 მონაწილე ქვეყანას შორის საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი, რაც ოლიმპიადების განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.

EuPhO 2024-ის მხარდამჭერია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.

დეტალური ინფორმაცია ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://eupho2024.kiu.edu.ge/“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს