ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში პროექტის „სათემო რეინჯერი“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში პროექტის „სათემო რეინჯერი“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა განვლილი ეტაპები და შედეგები შეაჯამეს და პრეზენტაციები წარადგინეს.

„სათემო რეინჯერი“ დაცული ტერიტორიების მიმდებარე ახალგაზრდების ჩართულობით უკვე 10 წელია ხორციელდება დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობით, „სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის” (NACRES) მიერ.

პროექტის „სათემო რეინეჯერი“ მიზანს ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით, თანამონაწილეობრივი მართვის პრინციპების დანერგვა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

პროექტის მონაწილე ახალგაზრდები, თეორიულ ნაწილში, ტრენინგებს გადიან დაცული ტერიტორიების, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და მონიტორინგში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების თემატიკით. პრაქტიკული ნაწილი კი, ეროვნული პარკის რეინჯერებთან აქტიური თანამშრომლობით, უშუალოდ მონიტორინგის ღონისძიებებში ჩართულობას მოიცავს: სათემო რეინჯერები, პროექტის გუნდთან და ეროვნული პარკის რეინჯერებთან ერთად აქტიურად ერთვებიან საველე ექსპედიციებში და ბიომრავალფეროვნების მონიტორინგში.

პროექტი „სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ (NACRES) მიერ, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) მხარდაჭერით განხორციელდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება