იუსტიციის სამინისტრომ მასშტაბური ახალგაზრდული პროექტი დაიწყო

ყვარლის სასწავლო ცენტრში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მოადგილეებთან ერთად ახალგაზრდულ კლუბ „YOUTHTITIA“-ს წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრმა სტუდენტებს წარმატებები უსურვა და კლუბის წევრებს სამინისტროს საქმიანობის სფეროები და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.

„კონკურსის წესით არჩეულ იქნა 30 სტუდენტი, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ, ერთი წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გაიარონ პრაქტიკა; განახორციელონ პროექტები, რომელთაც დააფინანსებს იუსტიციის სამინისტრო. ვფიქრობ, ეს უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდებს დაეხმარება პროფესიულ განვითარებაში, ასევე, ქმედით დახმარებას გაუწევს სახელმწიფოს ახალგაზრდა მოტივირებული, მაღალკვალიფიციური და ინიციატივიანი კადრების მოძიებაში“, - განაცხადა სტუდენტებთან შეხვედრისას რატი ბრეგაძემ.

უწყების განმარტებით, პირველ ეტაპზე ახალგაზრდული კლუბის წევრები გუნდური შეჭიდულობისა და იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის შესახებ ორდღიან ტრენინგს გაივლიან.

„YOUTHTITIA“ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მეორე-მეოთხე კურსის სტუდენტებსა და მაგისტრანტებს მრავალფეროვან სასწავლო აქტივობებს, თემატურ შეხვედრებსა და საავტორო პროექტების განხორციელების შესაძლებლობას სთავაზობს.

კლუბის წევრებად საქართველოს ავტორიზებული უნივერსიტეტებიდან 30 სტუდენტი იქნა შერჩეული 1 წლის ვადით.

პლატფორმა საშუალებას იძლევა, სტუდენტებმა განივითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები, გაიღრმაონ დარგობრივი ცოდნა, ჩაერთონ საჯარო მმართველობის პროცესში და მონაწილეობა მიიღონ იუსტიციის სამინისტროს რეფორმებში. გაიღრმაონ დარგობრივი ცოდნა, ჩაერთონ საჯარო მმართველობის პროცესში და მონაწილეობა მიიღონ იუსტიციის სამინისტროს რეფორმებში”, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება