ვასო ურუშაძე - „ქართუ ბანკი“ უკვე მერამდენე წელია არ ასაჯაროებს თავის ანგარიშებს და მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ფორმალურად არსებობს, ის ივანიშვილის ბიზნესის წინააღმდეგ არ მუშაობს

„ქართუ ბანკი“ უკვე მერამდენე წელია არ ასაჯაროებს თავის ანგარიშებს და მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ფორმალურად არსებობს, ის არ მუშაობს ივანიშვილის ბიზნესის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

ურუშაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ყველაზე არაგამჭვირვალე სწორედ საქართველოს ხელისუფლებაა.

„ერთ-ერთი ყველაზე არაგამჭვირვალე ამ ქვეყანაში არის ივანიშვილის ხელისუფლება და მისი კლანი. როგორც „ქართუ ბანკი“, ასევე სხვა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნეს ორგანიზაციები არ იხდიან გადასახადებს ამ ქვეყანაში, არ შეაქვთ კონტრიბუცია სახელმწიფო ბიუჯეტში და მაქსიმალურად ცდილობენ, გაასაიდუმლოონ თავიანთი საქმიანობა. ეს არის ერთადერთი მიზეზით განპირობებული, მათი საქმიანობა არ არის ჯანსაღი, ისინი არ იმყოფებიან სხვა ბიზნესთან ჯანსაღ კონკურენტულ გარემოში და კორუფციული გზით, სახელმწიფო ძალაუფლებისა და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების გზით, დიდძალ ფულს აკეთებენ ის კომპანიები და ის ორგანიზაციები, რომლებიც დაკავშირებულები არიან, ერთი მხრივ, ივანიშვილთან ან მის გარემოცვასთან, რომლებიც ამ ქვეყანაში სარგებლობენ იმაზე დიდი ძალაუფლებით, ვიდრე შეიძლება სარგებლობდეს რომელიმე სახელმწიფო ჩინოვნიკი. ესენი არიან უჩა მამაცაშვილი, რუხაძე, ჩხარტიშვილი, სულხანიშვილი და სხვები. არანაირ ვალდებულებას ეს ადამიანები არ გრძნობენ სახელმწიფოს წინაშე, სახელმწიფო აუდიტის წინაშე და დადასტურება ამ ყველაფრის არის ის, რომ „ქართუ ბანკი“ უკვე მერამდენე წელია არ ასაჯაროებს თავის ანგარიშებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ფორმალურად არსებობს, ის არ მუშაობს ივანიშვილის ბიზნესის წინააღმდეგ“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება