ბანგლადეშში საპროტესტო აქციებზე სულ მცირე 105 ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშში საპროტესტო აქციებზე სულ მცირე 105 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სტუდენტების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე შვიდასზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ასი პოლიციელი და ოცდაათი ჟურნალისტი.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა დემონსტრანტებზე თავდასხმებს „შოკისმომგვრელი და მიუღებელი“ უწოდა და პასუხისმგებელი პირების დასჯა მოითხოვა.

19 ივლისს, ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი გამოაცხადა. ბანგლადეშში ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს, დაიხურა უნივერსიტეტები და მთავრობამ დედაქალაქ დაკაში ყველა სახის შეკრება და დემონსტრაცია აკრძალა.

სტუდენტები კვოტების სისტემის გაუქმებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც სამთავრობო დაწესებულებებში სამუშაო ადგილების 30% 1971 წლის ბანგლადეშის დამოუკიდებლობისთვის ომის ვეტერანთა ნათესავებისთვის გამოიყოფა.

2018 წელს სტუდენტების მასობრივი პროტესტის შედეგად, ხელისუფლებამ კვოტების სისტემა შეაჩერა. თუმცა, ივნისში ბანგლადეშის უზენაესმა სასამართლომ ვეტერანთა ნათესავების სარჩელი დააკმაყოფილა და კვოტების სისტემა აღადგინა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება