ენტონი ბლინკენი - ირანს ბირთვული იარაღისთვის გახლეჩის უნარის მქონე მასალის წარმოებამდე, ალბათ, ერთი ან ორი კვირა დარჩა

ირანს ბირთვული იარაღისთვის გახლეჩის უნარის მქონე მასალის წარმოებამდე ალბათ, ერთი ან ორი კვირა დარჩა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ასპენში გამართულ უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„იმის გამო, რომ ბირთვული შეთანხმება გაუქმდა, ირანს ნაცვლად იმისა, რომ ბირთვული იარაღისთვის გახლეჩის უნარის მქონე მასალის წარმოებამდე სულ მცირე ერთი წელი აშორებდეს, ახლა, ალბათ, ამის გაკეთებამდე ერთი ან ორი კვირა დარჩა. ერთი ან ორი კვირა, ალბათ, რეალისტური დროა“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აშშ ყურადღებით აკვირდება.

„მათ იარაღი არ შეუქმნიათ, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არის ის, რასაც ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და თუ ამ ორს ერთმანეთთან დააკავშირებთ - გახლეჩის უნარის მქონე მასალასა და ასაფეთქებელ მოწყობილობას - ბირთვულ იარაღს მიიღებთ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი