გიორგი ჩაკვეტაძე - „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია გაიხსნა, გადაწყვეტილების მიღება 26 ოქტომბერს ძალიან მარტივია - ახალგაზრდების როლი ამ პროცესში განსაკუთრებულად დიდია

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია გაიხსნა. გადაწყვეტილების მიღება 26 ოქტომბერს ძალიან მარტივია. ქართულმა საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს: მონურ დამოკიდებულებასა და სუვერენიტეტის განმტკიცებას შორის; ომსა და მშვიდობას შორის; წარსულში დაბრუნებასა და განვითარებას შორის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ახალგაზრდების როლი ამ პროცესში განსაკუთრებით დიდია და მმართველი პარტია გეგმავს აქტიურ და საინტერესო კამპანიას. ჩაკვეტაძის განცხადებით, ისინი ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას და თითოეულ მოქალაქემდე სათქმელის მიტანას აპირებენ.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია გაიხსნა. გადაწყვეტილების მიღება 26 ოქტომბერს ძალიან მარტივია. ქართულმა საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთოს: მონურ დამოკიდებულებასა და სუვერენიტეტის განმტკიცებას შორის; ომსა და მშვიდობას შორის; წარსულში დაბრუნებასა და განვითარებას შორის.

პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიციიდან ვეცდები, ამ კამპანიაში მაქსიმალური ენერგია და შემართება შევიტანოთ!

ახალგაზრდების როლი ამ პროცესში განსაკუთრებულად დიდია. როგორც წინა არჩევნებზე, ჩვენი ახალგაზრდული კამპანია იქნება ძალიან აქტიური, საინტერესო და მასში ჩართვის შესაძლებლობა თითოეულ ახალგაზრდას ექნება. ვგეგმავთ არაერთ საინტერესო სიახლესაც.

ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია GD Youth-ის წევრებთან და პარტიის მხარდამჭერებთან ერთად ბევრ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ და ვეცდებით, ჩვენი სათქმელი თითოეულ მოქალაქემდე მივიტანოთ.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება და მათ შორის ახალგაზრდები, ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ!

მხოლოდ ღირსებით! მხოლოდ მშვიდობით! მხოლოდ კეთილდღეობით! მხოლოდ ევროპისკენ!” - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს