ოლაფ შოლცი - გერმანიის ისტორიის გათვალისწინებით, ჩვენ უკრაინის მხარეს უნდა ვიყოთ

გერმანიის ისტორიის გათვალისწინებით, ჩვენ უკრაინის მხარეს უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ადოლფ ჰიტლერის წარუმატებელი მკვლელობის მცდელობის მე-80 წლისთავზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„ჩვენი საკუთარი ისტორიის გათვალისწინებით, გერმანიისთვის ამ სიტუაციაში მხოლოდ ერთი ადგილი შეიძლება არსებობდეს: უკრაინის მხარეს. 2024 წელს არ შეგვიძლია ამ 20 ივლისის აღნიშვნა უკრაინის მამაც მოქალაქეებზე ფიქრის გარეშე, რომლებიც ორ წელზე მეტია ეწინააღმდეგებიან დანაშაულებრივ რუსულ აგრესიულ ომს“, - განაცხადა შოლცმა.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე საუბრისას გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ახლა მიმდინარეობს ომი, „რომლითაც რუსეთის ხელმძღვანელები ღიად მისდევენ უკრაინის დაპყრობისა და მისი, როგორც სუვერენული ქვეყნის განადგურების მიზანს - მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წლის შემდეგ და გაეროს ქარტიის ძალაში შესვლიდან 79 წლის შემდეგ“.

შოლცმა ცალკე გერმანიის მოქალაქეებს დემოკრატიის დაცვის საკითხებში ყურადღებისკენ მოუწოდა.

„დემოკრატია დამოკიდებულია მოქალაქეების მონაწილეობაზე, მათი ერთმანეთისადმი პატივისცემით დამოკიდებულებაზე და ყველა ფორმის მიზანტროპიისა და ექსტრემიზმთან დაპირისპირებაზე. ისინი, ვინც ჩვენი დემოკრატიის წინააღმდეგ იბრძვიან, ყოველთვის შეხვდებიან ჩვენს მტკიცე წინააღმდეგობას”, - განაცხადა შოლცმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება