ილჰამ ალიევი - პოლიტიკური კულტურა არ მაძლევს უფლებას, ვუპასუხო შეკითხვას, ვისი გამარჯვება მსურს აშშ-ის არჩევნებში, თუმცა ტრამპმა გააჟღერა მნიშვნელოვანი თეზისი, რომ მის დროს არ ყოფილა ომი და მკაფიო პოზიცია ტრადიციულ ღირებულებებზე

გადაწყვეტილებას მიიღებს ამერიკელი ხალხი, ეს მათი პრეზიდენტი იქნება არჩეული. მაგრამ ეს ასევე დიდ მნიშვნელობას იქონიებს მთელ მსოფლიოზე, ვინაიდან, გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც აშშ-ის პირველი პირი მიიღებს, ბევრი ერის და ქვეყნის ბედი იქნება დამოკიდებული, -ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, შუშის მეორე გლობალურ მედიაფორუმზე განაცხადა.

ალიევმა უპასუხა შეკითხვას, ვის გამარჯვებას ისურვებდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში და აღნიშნა, რომ პოლიტიკური კულტურა არ აძლევს შესაძლებლობას, პირდაპირ დაასახელოს სასურველი კანდიდატის ვინაობა, თუმცა, მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია დონალდ ტრამპის გზავნილები იმასთან დაკავშირებით, რომ მისი პრეზიდენტობისას არ ყოფილა ომები. ალიევმა ასევე ხაზი გაუსვა ტრამპის პოზიციებს ტრადიციულ ღირებულებებთან დაკავშირებით.

"არსებობს პოლიტიკური კულტურა, რომელიც არ მაძლევს უფლებას, პირდაპირ ვუპასუხო თქვენს შეკითხვას, მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, თქვენი კითხვა აბსოლუტურად რიტორიკულია. ჩვენ ერთმანეთს არაერთი ათწლეულია ვიცნობთ და ვფიქრობ, მშვენივრად იცით, ვის მივანიჭებდი უპირატესობას და ვფიქრობ, არამარტო მე აზერბაიჯანში, ვინაიდან, რაც შეგვეხება ჩვენ, ამ სიტუაციას ვუყურებთ ჩვენი პრიზმიდან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეზისი, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა გააჟღერა კამპანიის ფარგლებში, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ვფიქრობ არის ის, რომ მისი მმართველობისას არ ყოფილა ომი. მის დროს აშშ-ს არ დაუწყია ომი, არ ყოფილა კორეა, იუგოსლავია, ავღანეთი, ლიბია, ერაყი, სირია და ა.შ. ამ პერიოდში ეს არ ყოფილა და მგონია, ამას დიდი პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ. მეორე თეზისი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, თავად შტატებისთვის და იმ ქვეყნებისთვის რომლებიც აშშ-ის პირდაპირი გავლენის ქვეშ არიან, ეს არის მკაფიო პოზიცია ტრადიციულ ღირებულებებზე და ვფიქრობ, აბსოლუტური უმრავლესობა აზერბაიჯანელი მოსახლეობის ამ პოზიციას არათუ იზიარებს, არამედ აქტიურად პროპაგანდირებს და ეწევა მის რეალიზაციას პრაქტიკაში", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება