დონალდ ტრამპი - მე დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია მივიღე

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებით, გასულ კვირას მან დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია მიიღო.

“მე ახლა აქ არ უნდა ვიყო, მაგრამ რაღაც განსაკუთრებული მოხდა. გასულ კვირას მე დემოკრატიისთვის ნასროლი ტყვია მივიღე“, - აღნიშნა ტრამპმა მიჩიგანში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე.

ტრამპის თქმით, „დემოკრატები“ მას დემოკრატიისთვის საფრთხის შექმნაში ადანაშაულებენ. ყოფილი პრეზიდენტის მტკიცებით, მზადაა, თეთრი სახლი დაიბრუნოს.

”ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ, ვიბრძოლებთ, ვიბრძოლებთ, არა? და ჩვენ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ“, - მიმართა ტრამპმა გრანდ-რეფიდსში შეკრებილ ათასობით მხარდამჭერს.

აღსანიშნავია, რომ ეს მხარდამჭერებთან დონალდ ტრამპის პირველი წინასაარჩევნო შეხვედრა იყო მის მიერ დასახელებულ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ ჯეი დი ვენსთან ერთად და ასევე პირველი მას შემდეგ, რაც მას პენსილვანიაში გამართულ შეხვედრაზე ესროლეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება