სოლომონ პავლიაშვილი და პაპუნა მარგველიძე სოფელ ცანაში არსებულ ეკოლოგიურ ვითარებას გაეცნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან ერთად, სვანეთში, სოფელ ცანაში არსებულ ეკოლოგიურ ვითარებას გაეცნო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სოფელ ცანაში, დარიშხანშემცველი ნარჩენების განთავსების ადგილებზე რთული ეკოლოგიური ვითარება გასული საუკუნიდან არსებობს, რომელიც 90-იან წლებში ამ ტერიტორიაზე სამთო-ქიმიური ქარხნების დახურვის შემდეგ წარმოიქმნა - დარიშხანშემცველი ნარჩენები ღია ცის ქვეშ, ყოველგვარი კონტროლის გარეშე დარჩა.

საქართველოს ხელისუფლებამ, ბოლო წლებში, აქტიურად დაიწყო აღნიშნულ პრობლემაზე მუშაობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით ისტორიული მნიშვნელობის პროექტი დაიწყო.

„30 წლის განმავლობაში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გადაწყვიტა და სწორედ "ქართული ოცნების" პირობებში ხდება ამ საკითხის მოგვარება. ამჟამად უკვე დაწყებულია ნაპირსამაგრი სამუშაოები და დამცავი კედლის მშენებლობა. მომავალ წელს კი დაიწყება სარკოფაგის მშენებლობა. ეს ყველაფერი აქ მაცხოვრებელი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფს და ასევე ბუნებაზე ზემოქმედებას არასაზიანოს გახდის. აღსანიშნავია, რომ აქ გადის ქვემო სვანეთისა და ზემო სვანეთის დამაკავშირებელი გზა, ეს მარშრუტი ტურისტებისთვის ძალზედ მიმზიდველია, პროექტის დასრულების შემდეგ კი ამ ტერიტორიის ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

მათივე ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, საკითხის მოსაგვარებლად პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და გარკვეული ღონისძიებები უკვე ჩატარებულია.

„გასულ წელს განხორციელდა დაბინძურებული ტერიტორიების შეღობვის სამუშაოები, რითაც შეზღუდული იქნა სახიფათო ტერიტორიაზე ადამიანისა და ცხოველების დაშვება. ამავდროულად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც ლენტეხის მუნიციპალიტეტში არსებული დარიშხანშემცველი ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიები გაიწმინდება და აშენდება სპეციალური სამარხი.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო განისაზღვრა ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცანას ტერიტორიაზე დარიშხანშემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილების სისტემურ მართვასა და მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ უწყებად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება