ბენიამინ ნეთანიაჰუ „ჰუსიტების“ პორტზე თავდასხმაზე - არ არსებობს ადგილი, სადაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მისწვდება - ნუ შეცდებით

იემენში, „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებად პორტზე ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმა ცხადყოფს ჩვენი მტრისთვის, რომ არ არსებობს ადგილი, სადაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მისწვდება, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელი ყველანაირად და ყველა ფრონტზე დაიცავს თავს და ყველა, ვინც მას ზიანს აყნებს, მძიმე ფასს გადაიხდის.

„მე მაქვს მესიჯი ისრაელის მტრებისთვის - ნუ შეცდებით ჩვენთან მიმართებააში“, - თქვა ნეთანიაჰუმ სატელევიზიო განცხადებაში და დასძინა:

„ჩვენ დავიცავთ თავს ყველანაირად, ყველა ფრონტზე. ვინც ჩვენ ზიანს გვაყენებს, ძალიან მძიმე ფასს გადაიხდის აგრესიისთვის. პორტი, რომელსაც ჩვენ თავს დავესხით, არ არის უდანაშაულო პორტი. ის გამოიყენებოდა, როგორც შესასვლელი პუნქტი ირანის მიერ „ჰუსიტებისთვის“ მიწოდებული სასიკვდილო იარაღისთვის“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, ისრაელის საჰაერო ძალებმა იემენში „ჰუსიტების“ სამიზნეებს დაარტყა, მათ შორის საწვავის საწყობებს, ენერგეტიკულ ობიექტებს და სხვა ობიექტებს ჰოდეიდას პორტში, რამაც მასიური ხანძარი გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 87 - დაშავდა. აღნიშნულ იერიშამდე ერთი დღით ადრე „ჰუსიტებმა“ თელ-ავივზე დრონით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ისრაელის ერთი მოქალაქე დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება