გრიგოლ გეგელია - რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მათ შორის არიან დამოუკიდებელი დეპუტატები - საინტერესო პლატფორმას შევთავაზებთ საზოგადოებას

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, პოლიტიკოსებთან და პარტიებთან, მათ შორის დამოუკიდებელ დეპუტატებთანაც 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

გეგელია არ აკონკრეტებს დეპუტატების ვინაობას, თუმცა აღნიშნავს, რომ პარტიას კონსულტაციები პროდასავლური ოპოზიციის ფართო სპექტრთან აქვს.

„რამდენიმე პოლიტიკურ სუბიექტთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მათ შორის არიან დამოუკიდებელი დეპუტატები ისევე, როგორც პოლიტიკური აქტორები“, -განაცხადა გეგელიამ.

მისი განმარტებით, ძალიან მალე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, თუ ვინ შეუერთდება პოლიტიკურ პლატფორმას.

„ჩვენ კონსულტაციები პროდასავლური ოპოზიციის ფართო სპექტრთან გვაქვს. ძალიან მალე საზოგადოება კონკრეტულად ნახავს, რა პოლიტიკურ ენერგიას მიიღებს ჩვენი ახალი პლატფორმა. ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას, ვაგრძელებთ გაშლას და ძალიან საინტერესო პლატფორმას შევთავაზებთ საზოგადოებას ძალიან მალე“, - განაცხადა გეგელიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - საქართველოზე გამავალ „შუა დერეფანს“, შესაძლოა, ახლო მომავალში ახალი კონკურენტი მიმართულება გამოუჩნდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2026
„მაგთი“ ქართულ სატელეკომუნიკაციო სფეროში პირველი ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს - AI მაგთი ჩატს და აგრძელებს ინოვაციების ტრადიციას
წარმართე შენი ბიზნესი ევროპაში