თეონა აქუბარდია - მოწოდება კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე შესაძლებელია რეალობად იქცეს თუ ოქტომბრის არჩევნები არ იქნება თავისუფალი - საფრთხე რომ დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ქვეყანაზე, ფაქტია

მოწოდება კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე შესაძლებელია რეალობად იქცეს იმ შემთხვევაში, თუ ოქტომბრის არჩევნები არ იქნება თავისუფალი, სამართლიანი და იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნების" მხრიდან ხალხის ხმა გაგონილი არ იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მან ლატვიის პრეზიდენტის ედგარს რინკევიჩის განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, საქართველომ გადაწყვიტა, რომ შეუძლიათ იცხოვრონ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გარეშე.

„ლატვია საქართველოს გულმხურვალე მხარდამჭერი იყო. როგორც წესი, ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანა საქართველოს ყველაზე მეტად უჭერდა მხარს რუსული აგრესიიდან და რუსეთის რევიზიონისტული პოლიტიკის ცოდნიდან გამომდინარე. ლატვია დღეს ყველაზე ხმამაღალი არის "ქართულ ოცნებასთან" მიმართებით, რომელმაც ღიად წაიყვანა საქართველო რუსეთის გავლენის სფეროსკენ, მათ შორის მოწოდება კანდიდატის სტატუსის შეჩერებაზე შესაძლებელია რეალობად იქცეს იმ შემთხვევაში, თუ ოქტომბრის არჩევნები არ იქნება თავისუფალი, სამართლიანი და იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნების" მხრიდან ხალხის ხმა გაგონილი არ იქნება. შესაბამისად, ეს საფრთხე რომ დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ქვეყანაზე ფაქტია, ახლა მთავარია, არჩევნების მეშვეობით შევძლოთ ხელისუფლების შეცვლა. თავისუფალი და სამართლიანია არჩევნების ჩატარების წინაპირობები უნდა არსებობდეს, რომ ეს ასე არ მოხდეს. საქართველომ არათუ უკუსვლა უნდა განიცადოს ევროპული მომავლის გზაზე, რომელიც უკვე დამდგარი შედეგია, არამედ გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება შევძლოთ",-განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციას ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა განუცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა. როგორც რინკევიჩსმა აღნიშნა, „უცხოეთის აგენტების“ კანონით, საზოგადოების, ევროკავშირისა და ნატოს ყველა მოწოდების იგნორირებით, მათ გადაწყვიტეს, რომ შეუძლიათ იცხოვრონ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გარეშე.

„დიახ, ფორმალურად საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ, მოდით თვალი გავუსწოროთ ამას, ჩვენ უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, თუკი ის არ გადაწყვეტს, რომ გაატაროს ის საერთო ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ. თუ ამას არ აკეთებ, არ ხარ ამ კლუბის ნაწილი. ეს შენი სუვერენული გადაწყვეტილებაა”, - აღნიშნა პრეზიდენტმა რინკევიჩსმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის