ისრაელმა „ჰუსიტების“ მიერ მისი ტერიტორიისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია

ისრაელის შორ მანძილზე მოქმედმა თავდაცვის სისტემამ, Arrow 3-მა ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ მიერ იემენიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რაკეტა ისრაელის საჰაერო სივრცის გარეთ ჩამოაგდეს. ისრაელის სამხრეთ ქალაქ ეილათში სირენების ხმა ისმოდა. „ჰუსიტები“ აცხადებდნენ, რომ ეილათს რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა ესროლეს.

აღსანიშნავია, რომ ეს ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ მიერ განხორციელებული პირველი თავდასხმაა მას შემდეგ, რაც ისრაელმა დასავლეთ იემენში, ჰუსიტების მიერ კონტროლირებად პორტ "ჰოდეიდაზე" საჰაერო იერიში მიიტანა. ისრაელის თავდაცვის ძალებში განმარტავენ, რომ პორტი არაერთხელ გამოუყენებიათ ირანიდან გაგზავნილი იარაღის გადასაზიდად და ამიტომ ისრაელი მას ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ თვლიდა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!