ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაში ომის ცხელი ეტაპი, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდეს

უკრაინაში ომის ცხელი ფაზა, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდეს ოკუპირებული ტერიტორიების ძალის გამოყენებით დაბრუნების გარეშე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა ამზადებს საპასუხო გეგმას, რომელსაც შესთავაზებს რუსეთს.

„თუ ჩვენ ერთიანები ვიქნებით და მივყვებით, მაგალითად, სამშვიდობო სამიტის ფორმატს, შეგვიძლია დავასრულოთ ომის ცხელი ეტაპი. შეგვიძლია, ვეცადოთ ამის წლის ბოლომდე გაკეთებას. გეგმა ნებისმიერ შემთხვევაში მზად იქნება, მაგრამ ის უნდა იყოს გაერთიანებული პარტნიორებთან, რათა არავინ ითამაშოს ომის დასრულებაზე თავისი ინიციატივებით და შემდეგ პარტნიორებზე იქნება დამოკიდებული, რომლებიც განახორციელებენ ზეწოლას რუსეთზე, რათა რუსეთი დათანხმდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომაზე და იფიქროს ომის დასრულებაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ომის დასრულება არ ნიშნავს ყველა ტერიტორიის ძალის გამოყენებით დაბრუნებას და ამას, შესაძლოა, დიპლომატიის ძალამ შეუწყოს ხელი, მაგრამ უკრაინა ბრძოლის ველზე მაინც ძლიერი უნდა იყოს.

ამასთან, ზელენსკიმ არ გამორიცხა უშუალოდ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა.

„მეორე სამშვიდობო სამიტზე - თუ გეგმა სრულად იქნება მომზადებული და თუ რუსეთი მზად იქნება ისაუბროს ამ გეგმის მიხედვით და დათანხმდეს ომის დასრულებაზე გაერო-ს წესდების შესაბამისად და ყველა იმ კრიზისის გადაწყვეტას, რომელიც მათ მოიტანეს - მაშინ ჩვენ მზად ვიქნებით ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვისაუბროთ რუსეთის წარმომადგენლებთან და ეს იქნება პუტინი თუ არ იქნება პუტინი - რა განსხვავებაა? ჩვენ დაველაპარაკებით მათ, ვინც რუსეთში ყველაფერს წყვეტს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს