ნინო ბურჭულაძე - თუ ძეგლების რეაბილიტაციას ვერ ვახერხებთ, მათი მოვლა-პატრონობა მაინც უნდა შეგვეძლოს

მოძრაობამ „კულტურული მემკვიდრეობისთვის“ დმანისის სიონის გაწმენდითი სამუშაოებით სეზონური საზაფხულო კამპანია დაასრულა, რომელიც დმანისის, თეთრიწყაროს და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სამთოწარმოების არეალსა და მის მიმდებარედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მცენარეული საფარისგან გაწმენდა - დასუფთავებას ითვალისწინებს.

ორგანიზაცია აღნიშნულ კამპანიას უკვე მეოთხე წელია ატარებს და ის ტრადიციულად წელიწადში ორჯერ გაზაფხულსა და გვიან შემოდგომაზე მიმდინარეობს.

“მიუხედავად სამუშაოების სირთულისა მაინც შევძელით სრულად გაგვეწმინდა დმანისის სიონის ტერიტორია და მის მიმდებარედ ისტორიული შენობების შემორჩენილი ნაწილები.

დმანისის სიონი რიგით მეშვიდე ძეგლია აბულმუგის სპარსული აბანოს, სათხის მონასტრის, ხულუტის ციხე-დარბაზის ფიტარეთის მონასტრის და მუშევანის და გვიანი შუასაუკუნეების ძეგლების შემდეგ, რომელიც წელს საზაფხულო კამპანიის ფარგლებში გაიწმინდა.

მთელ ამ პერიოდში ძალიან ბევრი მოხალისე-მოქალაქე გვიკავშირდებოდა სამუშაოებში ჩართვის სურვილით. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენი მომავალი კამპანიები კიდევ უფრო მასშტაბური გახდება. თუ ძეგლების რეაბილიტაციას ვერ ვახერხებთ მათი მოვლა-პატრონობა მაინც უნდა შეგვეძლოს”, - განაცხადა მოძრაობა „კულტურული მემკვიდრეობისთვის" ხელმძღვანელმა ნინო ბურჭულაძემ.

მისივე განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაწმენდის მორიგი კამპანია სტარტს ნოემბერში აიღებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება