პრემიერ-მინისტრი - NGO-ებსა და პარტიებს შორის აღრევა, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს „შავი ფული“, დამალული ფული, რაც აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს

აღრევა NGO-ებსა და პარტიებს შორის, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს „შავი ფული“, დამალული ფული, რაც აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს ქართული საზოგადოებისთვის, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რეგიონებში საზოგადოების წარმომადგენლებთან არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრები.

კობახიძის თქმით, ის ფაქტი, რომ პოლიტიკური პარტიები და NGO-ები ერთმანეთთან არიან შერწყმულები, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ აუცილებელი იყო „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღება.

„პოლიტიკის დაფინანსება საქართველოში უნდა იყოს გამჭვირვალე, მით უმეტეს, როდესაც NGO-ების გავლით ხდება პოლიტიკის დაფინანსება, ესეც უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გამჭვირვალე. ასეთი აღრევა NGO-ებსა და პარტიებს შორის, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ქართულ პოლიტიკაში ტრიალებს „შავი ფული“, დამალული ფული, რაც აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს ქართული საზოგადოებისთვის,“ - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს