ირაკლი კობახიძე - ტრამპის მოგების შემთხვევაში უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება, რეგიონი უფრო მალე დამშვიდდება და საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება

ტრამპის მოგების შემთხვევაში უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება, ვიდრე სხვა შემთხვევაში დასრულდებოდა. შესაბამისად, რეგიონი უფრო მალე დამშვიდდება და ასეთ ვითარებაში საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება. იქნება მეტი სამართლიანობა საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, თუ რა შეიცვლება დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოსთან მიმართებაში.

ირაკლი კობახიძის თქმით, თუ იქნება მშვიდობა რეგიონში საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერავის არჩევნებში ვერ ჩავერევით, მითუმეტეს ამხელა ქვეყნის, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენ ვერანაირად ვერ ჩავერევით. ეს არ არის ჩვენი საქმე. ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას, ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და შესაბამისად, უფრო მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი, რაც შეცვლის დამოკიდებულებას კონკრეტულად საქართველოს მიმართაც. თუ იქნება მშვიდობა რეგიონში საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება. ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება ამასთან დაკავშირებით ითქვას. დანარჩენი არის ამერიკელი ხალხის არჩევანი. ამერიკელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება აშშ-ს პრეზიდენტი“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან მისი თქმით, ოპოზიციას ტრამპის მიმართ რიტორიკა შეცვლილი აქვს.

„ოპოზიცია არა მხოლოდ აკრიტიკებდა ტრამპს, გახსოვთ, როგორი უხეში, შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებდნენ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს. დღეს მათი რიტორიკა შეიცვალა იმის გამო, რომ მათი გათვლებით, ტრამპი დიდი ალბათობით იგებს არჩევნებს. თუმცა, ბუნებრივია, ვერავინ ვერ დაივიწყებს იმ უხეშ რიტორიკას, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში იყენებდნენ.

გავიმეორებ, ტრამპის მოგების შემთხვევაში უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება, ვიდრე სხვა შემთხვევაში დასრულდებოდა. შესაბამისად, რეგიონი უფრო მალე დამშვიდდება და ასეთ ვითარებაში საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება. იქნება მეტი სამართლიანობა საქართველოს მიმართ. მაგალითად, როდესაც 2022 წლის ივნისში საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და იმ დროს, როდესაც მიენიჭა მაგალითად, დსთ-ს წევრ მოლდოვას, ეს იყო, რა თქმა უნდა, ძალიან უხეში უსამართლობა. ასეთი უსამართლობები, მგონია, რომ აღარ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ რეგიონში ვითარება მალე დამშვიდდება“, -განაცხადა კობახიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო