პრემიერი - „ამნისტიის პროექტი“ არის დაბალანსებული - ერთი მხრივ, ციხეებს განტვირთავს და მეორე მხრივ, კრიმინოგენურ ვითარებას არ გააუარესებს - ალტერნატივას ვერავინ გვთავაზობს და კრიტიკა აბსოლუტურად უსაფუძვლოა

პარლამენტი როგორც ჩათვლის მიზანშეწონილად, იმის მიხედვით მიიღება კანონი - თუ ვინმე ალტერნატიულ ვერსიას წარმოადგენს, რომელიც თან განტვირთავს ციხეებს, მზად ვართ განვიხილოთ, მაგრამ ალტერნატივასაც ვერავინ გვთავაზობს და ეს კრიტიკა არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, „ამნისტიის კანონთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, მმართველმა პარტიამ დაბალანსებული „ამნისტიის კანონის“ პროექტი წარმოადგინა, რომელიც ერთი მხრივ ციხეებს განტვირთავს და მეორე მხრივ, ქვეყანაში კრიმინოგენურ ვითარებას არ გააუარესებს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მზად არის ოპოზიციის მხრიდან ამ ორი პრინციპით შედგენილი ალტერნატიული კანონპროექტიც განიხილოს.

„თქვენ გახსოვთ, რომ ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები თვითონ ითხოვდნენ ამნისტიის კანონის მიღებას, ჩვენ დავაინიცირეთ ისეთი კანონპროექტი, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ციხეების განტვირთვას და პირველივე წელს ასეულობით პატიმარი გათავისუფლდება „ამნისტიის კანონის“ საფუძველზე. ამასთან ერთად, ეს კანონპროექტი დაბალანსებულია და მაქსიმალურად მხედველობაშია ის, რომ არ უნდა გაუარესდეს ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება. სწორედ ამ პრინციპით არის შედგენილი „ამნისტიის კანონი“. როდესაც ამ ვითარებაში ოპოზიცია ამნისტიის შესახებ კანონს მხარს არ უჭერს, ამით კიდევ ერთხელ უპირისპირდება საზოგადოების საერთო ინტერესებს.

„ამნისტიის კანონში“ აისახება ხოლმე პარლამენტის პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხი ანუ პარლამენტი როგორც ჩათვლის მიზანშეწონილად, ამა თუ იმ მუხლის მიმართ ამნისტიის შეფარდებას, იმისდა მიხედვით მიიღება კანონი. ამ შემთხვევაში პირადად მეც ვიყავი ჩართული „ამნისტიის კანონის“ შემუშავებაში. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ერთი, რომ დაბალანსებული გადაწყვეტილება მიგვეღო, ერთი მხრივ ციხეები განგვეტვირთა, ისე, რომ კრიმინოგენური ვითარება არ გაუარესებულიყო. თუ ვინმე ალტერნატიულ ვერსიას წარმოადგენს, რომელიც თან განტვირთავს ციხეებს და ქვეყანაში სიტუაციას არ გააუარესებს, მზად ვართ განვიხილოთ, მაგრამ ალტერნატივასაც ვერავინ გვთავაზობს და ეს კრიტიკა არის აბსოლუტურად უსაფუძვლო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი