გიორგი ვაშაძე - როგორც „დემოკრატებთან“ ასევე, „რესპუბლიკელებთან“ და ტრამპის გარემოცვასთან გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა - „ქართული ოცნება“ არავის გულშემატკივრობს, უბრალოდ უნდა, ამ სიყალბით საზოგადოება მოატყუოს

ჩვენ როგორც „დემოკრატებთან“ ასევე, „რესპუბლიკელებთან“ გვაქვს ძალიან მაღალი დონის მჭიდრო თანამშრომლობა, ასევე ტრამპის გარემოცვასთან - „ქართული ოცნება“ არავის გულშემატკივრობს, უბრალოდ უნდა, რომ ამ სიყალბით მოატყუოს ქართული საზოგადოება, - ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არავის გულშემატკივრობს თავისი თავის გარდა.

„ტრამპი, „რესპუბლიკური პარტია“, ასევე, „დემოკრატები“ არიან ჩვენი ძალიან ახლო მეგობრები. მათთან ერთად, მათი მხარდაჭერით საქართველო აუცილებლად იქნება ძლიერი ერთიანი. ჩვენ უვიზო მიმოსვლასაც გავაფორმებთ ამერიკასთან, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ „ქართლი ოცნება“ მოვიშოროთ. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ცრუ ინფორმაციების - პირდაპირ გეტყვით, რომ „რესპუბლიკელების“ ინიცირებულია „მეგობარი აქტი“, რომელიც ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ ლიდერებთან მიმართებაში ფინანსურ სანქციებს. ჩვენ როგორც „დემოკრატებთან“ ასევე, „რესპუბლიკელებთან“ გვაქვს ძალიან მაღალი დონის მჭიდრო თანამშრომლობა, ასევე ტრამპის გარემოცვასთან. შეგახსენებთ, რომ ტრამპი საქართველოში ერთხელ არის ნამყოფი და ისიც 2012 წელს მიხეილ სააკაშვილის მოწვევით”, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება