ტერორიზმის მომზადებისა და ამბოხის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სუს-ში დაბარებული პირებიდან კონსტანტინე ჯღამაიამ უწყებაში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა

ტერორიზმის მომზადებისა და ამბოხის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაბარებული პირებიდან კონსტანტინე ჯღამაიამ უწყებაში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

როგორც ჯაღმაიას ადვოკატი, თორნიკე ჩიქოვანი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩვენებას სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემს.

„გამოკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოვცხადდით, სადაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მოწმის სახით იყო დაბარებული. ინფორმაცია მივიღეთ, თუ რა საკითხზე ვიყავით დაბარებული, რომელი მუხლებითაა გამოძიება დაწყებული. შემდეგ, ჩემმა კლიენტმა გადაწყვიტა, რომ სასამართლოში დაკითხულიყო, ეს განვაცხადეთ და მაგისტრატ მოსამართლესთან ველოდებით დაკითხვას. სავარაუდოდ, ხუთშაბათს, დაგვიბარებენ.

სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე და 18/323 მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება, რაც ტერორიზმის მომზადებას, შეთქმულებას, ამბოხს გულისხმობს“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

თუ კონკრეტულად რა ფაქტს უკავშირდება გამოძიება, ადვოკატი ვერ აკონკრეტებს, ვინაიდან გაუთქმელობაზე ხელი აქვს მოწერილი.

„ამის შესახებ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირდაპირ ინფორმაციას არ ფლობს, რადგან საქმის დეტალებს არ ვფლობთ. ის ფიქრობს, რომ გამოკითხვაზე დაბარება მისი ცხოვრების წესთან და იმასთანაა კავშირში, რომ უკრაინაში იბრძოდა, საქართველოს ინტერესებს უკრაინაში იცავდა და ოკუპანტის წინააღმდეგ იბრძოდა. მისი ვარაუდით, ამ ყველაფერთანაა ეს დაკავშირებული“, - აცხადებს ჩიქოვანი.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სულ რამდენი პირია კიდევ გამოკითხვაზე დაბარებული, უცნობია. უკვე გამოძახებულ პირებს პოზიცია დაფიქსირებული აქვთ და ისინი ჩვენებას სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება