გლდანში, მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერი ეწყობა

გლდანის მესამე მიკრორაიონის N9 კორპუსთან სკვერი ეწყობა. სამუშაოები 6 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ხორციელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი, ფიტნეს და მოსასვენებელი ზონები ეწყობა; მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები; ჩატარდება გამწვანების სამუშაოები - დაითესება ბალახი და დაირგვება ხე-მცენარეები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„რეკრეაციული სივრცეების მოწყობა თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მეტი მწვანე სივრცე ნიშნავს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებას, მოსახლეობისთვის განტვირთვისა და ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობი ადგილის გაჩენას. სამწუხაროდ, რაიონში გვაქვს ისეთი ადგილებიც, სადაც სკვერის მოსაწყობად ტერიტორია ფიზიკურად არ არსებობს, თუმცა, სადაც ამის საშუალება გვაქვს, მაქსიმალურად ვცდილობთ, გამწვანებული სივრცეები შევქმნათ, რომელთაც მოსახლეობა ასე აქტიურად ითხოვს“, - განაცხადა ბესიკ კალაძემ.

უწყების ინფორმაციით, მესამე მიკრორაიონში მიმდინარე სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 079 500 ლარი დაიხარჯება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს