ირაკლი ზარქუა - ტრამპის მოსვლა რეგიონში ომის დამთავრებას ნიშნავს

აშშ-ს პრეზიდენტად ტრამპის მოსვლა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს რეგიონში ომის გაჩერებას ნიშნავს - ეს გამოიწვევს მეორე ფრონტის გახსნაზე ჩვენს მიმართ მოთხოვნის მოხსნას, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება შეწყდება, რაც მშვიდობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია!

ტრამპმა სწორედ ამიტომ

უნდა გაიმარჯვოს! - ასეთია "ქართული ოცნების" დეპუტატის ირაკლი ზარქუას მოლოდინი ტრამპის აშშ-ს პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით.

ზარქუას აზრით, არჩევნებში ტრამპის გამარჯვება მთელი რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი.

"პირადად მე რამდენიმე თვის წინ ვთქვი, რომ მხარს ტრამპს ვუჭერ. მგონია, რომ ჩვენი რეგიონისთვის ის არის მნიშვნელიანი.

ტრამპის მოსვლა რეგიონში ომის დამთავრებას ნიშნავს, რაც მთელი რეგიონისთვის არის გამოწვევა. ომის დამთავრება ნიშნავს, რომ გლობალური ომის პარტიის მხრიდან ჩვენი მთავრობის მიმართ მეორე ფრონტის გახსნის ვალდებულება, მოთხოვნა და ბულინგი მაქსიმალურად მოიხსნება.

რატომ აფინანსებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა მეშვეობით შემდეგ მთელს სახელმწიფო ინსტიტუციებს უტევენ?! თქვენ ეს შემთხვევითი გგონიათ?! ჩვენ მათ ნებას არ დავნებდით - არც მეორე ფრონტი გავხსენით და არც ანაკლიის პორტის აშენებაზე ვთქვით უარი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძია ევროპასა და აზიას შორის.

ამის გამო ხდება ის ყველაფერი, რაც ხდება - არასამთავრობოების მობილიზება იმდენად ლუსტრირებული და გამჭვირვალე გავხადეთ, რომ უკვე პოლიტიკაშიც წამოვიდნენ. პოლიტიკაში აქამდეც იყვნენ, თუმცა დამალვას უკვე აზრი აღარ აქვს", - განაცხადა ზარქუამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო