მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობასა და სააქციო საზოგადოებას - „მედიკანა ჰოსფითალ მენეჯმენტის წარმომადგენლობა საქართველოში“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობასა და სააქციო საზოგადოებას „მედიკანა ჰოსფითალ მენეჯმენტის წარმომადგენლობა საქართველოში“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ შეხვედრაზე, დოკუმენტს ხელი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძემ და სს „მედიკანა ჰოსფითალ მენეჯმენტის წარმომადგენლობა საქართველოში“ დირექტორმა, მეჰმეტ ფათიჰ თურანმა მოაწერეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ჯანდაცვის მიმართულებით სერვისების ხელმისაწვდომობაზე თანხმდებიან.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სს „მედიკანა ჰოსფითალ მენეჯმენტის წარმომადგენლობა საქართველოში“ ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ჯარიაშვილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება