ანონსი 23 ივლისი

23 ივლისს, 10:00 საათზე, ორბელიანების სასახლეში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისია ბრიფინგს გამართავს.

23 ივლისს, 10:00 საათზე, „ერთიანობის“ საბურთალოს ოფისში, „ერთიანობის“ ლიდერები ლაშა ბაქრაძე, გია ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე განცხადებას გააკეთებენ. თემა: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება.

მის: საბურთალო, სააკაძის მე-2 გასასვლელი 10, სართული 4

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 602 634

23 ივლისს, 11:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრი ბრიფინგს გამართავს.

თემა: ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გამარტივდა.

მის: წერეთლის გამზ.144

საკონტაქტო: თათია წერეთელი 599 499 004

23 ივლისს, 11:00 საათზე, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პარლამენტში ბრიფინგს გამართავს.

თემა: სასამართლომ შეაჩერა პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტი იუსტიციის საბჭოში წევრის დანიშვნის თაობაზე.

23 ივლისს, 11:00 საათზე, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ოფისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და პარტიის ეკონომიკურ საკითხთა მდივანი ნიკა ობოლაძე ბრიფინგს გამართავენ. თემა: „რუსული კანონის მიღების შემდეგ გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა“.

მის: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელო #4

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

23 ივლისს, 11:00 საათზე, თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან საბა ბუაძე, სიმონ ჯანაშია, ნიკა ჩერქეზიშვილი და მანჩო ღვინჯილია ბრიფინგს გამართავენ.

თემა: „განათლების სისტემაში პოლიტიკური ნიშნით დევნა“.

23 ივლისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ვითარება ოკუპირებული აფხაზეთში: ე.წ. „აპარტამენტების შესახებ კანონპროექტის“ დამტკიცების პროცესი და ადგილობრივების მწვავე პროტესტი. რა საფრთხეს უქმნის ე.წ. კანონპროექტი ოკუპირებულ რეგიონს“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

23 ივლისს, 15:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ-ის“ საკონფერენციო დარბაზში, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ეპატიჟება ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო