ევროკავშირის საბჭომ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო

ევროკავშირის საბჭომ სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი ავრცელებს.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირს მიღებული „ისტორიული გადაწყვეტილებებისთვის“ მადლობა გადაუხადა.

„მივესალმებით საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ევროკავშირის მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებებს, ევროპული ფონდის ფარგლებში სომხეთის მიმართ მხარდაჭერის გამოყოფისა და ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა არარატ მირზოიანმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის საბჭომ ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად 10 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება დაამტკიცა.

არარატ მირზოიანმა აღნიშნულ გადაწყვეტილებებს „სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვანი ეტაპი“ უწოდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება